„არსენალი“, „მარსელი“, „ზალცბურგი“ და „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში არიან
„არსენალი“, „მარსელი“, „ზალცბურგი“ და „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის ნახევარფინალში არიან

ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე – ევროპის ლიგაზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
სენსაცია მოხდა “ზალცბურგისა” და “ლაციოს” წყვილში. იტალიურ გუნდს პირველი მატჩი 4:2 ჰქონდა მოგებული და განმეორებით მატჩშიც გახსნა ანგარიში, რითაც, ორი თამაშის ჯამში 5:2 დაწინაურდა. მაგრამ ავსტრიელებმა 20 წუთის ინტერვალით ოთხი ბურთი გაიტანეს. “ლაციოსთვის” განსაკუთრებით რთული იყო 72-დან 76 წუთამდე მონაკვეთი, როცა სამი გოლი გაუშვა. “ზალცბურგმა” 4:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
განმეორებითი მატჩების შედეგები:

ცსკა-არსენალი 2:2 (1:4)
გოლები: 1:0 ჩალოვი (39), 2:0 ნაბაბკინი (50), 2:1 უელბეკი (75), 2:2 რემზი (90)

მარსელი-ლაიპციგი 5:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბრუმა (2), 1:1 ილსანკერი (6-საკ. კარში), 2:1 სარი (9), 3:1 ტოვენი (38), 3:2 ოგუსტენი (55), 4:2 პაიე (60), 5:2 საკაი (90)

ზალცბურგი-ლაციო 4:1 (2:4)
გოლები: 0:1 იმობილე (55), 1:1 დაბური (56), 2:1 ჰაიდარა (72), 3:1 ჰი-ჩან ჰვანი (74), 4:1 ლაინერი (76)

სპორტინგი-ატლეტიკო 1:0 (0:1)
გოლი: 1:0 ფრედი მონტერო (28).

ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს გაიმართება.