„არსენალი“-„მანჩესტერ სიტი“ - 25 თებერვალს „უემბლიზე“ ფინალში
„არსენალი“-„მანჩესტერ სიტი“ - 25 თებერვალს „უემბლიზე“ ფინალში

ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალის მეორე საგზურისთვის ბრძოლაში „არსენალმა“ ორი მატჩის ჯამში შეძლო „ჩელსის“ დამარცხება – 2:1.

პირველი მატჩი „ჩელსის“ მოედანზე 0:0 დასრულდა.

განმეორებით შეხვედრაში სტუმრები უკვე მეოთხე წუთზე დააწინაურა ედენ აზარმა, თუმცა, „არსენალს“ მე-12 წუთზე დაეხმარა მეტოქე მცველი ანტონიო რიუდიგერი, რომელმაც ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა.

ყველაფერი მე-60 წუთზე გრანიტ ჯაკამ გადაწყვიტა – ზუსტი დარტყმით მან მოუტანა „არსენალს“ მოგება და ფინალში თამაშის უფლება.

„არსენალი“ მერვედ გავიდა ინგლისის ლიგის თასის ფინალში და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „ლივერპულსა“ (12) და „მანჩესტერ იუნაიტედს“ (9) ჩამორჩება.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

არსენალი: ოსპინა, ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი, ელ ნენი, ჯაკა, უილშირი, იოზილი, ივობი (კოლაშინაცი, 84), ლაკაზეტი (რემზი, 84).

ჩელსი: კაბალიერო, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუბიგერი, მოზესი (ძაპაკოსტა, 72), ბაკაიოკო, კანტე, ვილიანი (ბარკლი, 30), აზარი, ალონსო, პედრო (ბატშუაი, 65).

ინგლისის ლიგის თასის ფინალი „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 25 თებერვალს „უემბლიზე“ გაიმართება.