„არსენალი“ ლუკას ტორეირას გაყიდვას არ აპირებს
„არსენალი“ ლუკას ტორეირას გაყიდვას არ აპირებს

„მილანის“ მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ლონდონის „არსენალი“ ლუკას ტორეირას გაყიდვას არ აპირებს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“.

„სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო მომავალ სეზონზე „მილანს“ ჩაუდგება სათავეში და სურს თავისი ყოფილი ქვეშევრდომი (ტორეირა 2015-2018 წლებში „სამპდორიაში“ თამაშობდა) „სან სიროზე“ იხილოს. თუმცა, როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, იტალიელებს სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევთ, რადგან არსენალის გეგმებში ურუგვაელის გაყიდვა არ შედის.

ტორეირა „არსენალში“ გასულ წელს გადავიდა და „მეთოფეებმა“ მასში 26 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. მას შემდეგ, სამხრეთამერიკელმა პრემიერლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.