„არსენალი“ „ლევერკუზენის“ მცველით ინტერესდება
„არსენალი“ „ლევერკუზენის“ მცველით ინტერესდება

ლონდონის „არსენალი“ ინტერესს გამოხატავს „ლევერკუზენის“ მცველ ჯონათან ტას მიმართ, – ამტკიცებს რამდენიმე გერმანული წყარო.

როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბი განიხილავს ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს. ტას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 40 მილიონი ევრო.

ტა „ლევერკუზენში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა „ჰამბურგიდან“. ტრანსფერის თანხამ 7.5 მილიონი ევრო შეადგინა.

ამ სეზონში 24 წლის მცველმა ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. ფეხბურთელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

„არსენალი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა პრემიერლიგაში.