„არსენალი“ კეიტა ბალდესა და ვილფრედ ზაჰას უმიზნებს
„არსენალი“ კეიტა ბალდესა და ვილფრედ ზაჰას უმიზნებს

„არსენალი“ ფლანგის მოთამაშეს ეძებს და „მონაკოს“ 24 წლის ფორვარდ კეიტა ბალდეს უმიზნებს. გარდა ამისა, როგორც „სკაი სპორტსი“ (Sky Sports) იუწყება, ლონდონელები „კრისტალ პალასის“ ვილფრედ ზაჰას გადაბირებასაც ცდილობენ.

რაც შეეხება ბალდეს, ის ამჟამად მილანის „ინტერში“ იჯარით თამაშობს და მისი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

„არსენალმა“ სკაუტები აფრიკის ეროვნებათა თასზეც გააგზავნა, სადაც ბალდე სენეგალის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გამოდის.

გასულ სეზონზე, „ინტერის“ შემადგენლობაში კეიტა ბალდემ 24 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, თუმცა იტალიური კლუბი მასთან პერმანენტული კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.