„არსენალი“ ჯენგიზ იუნდერში 26 მილიონს იხდის
„არსენალი“ ჯენგიზ იუნდერში 26 მილიონს იხდის

ლონდონის „არსენალი“ „რომას“ ფორვარდის ჯენგიზ იუნდერის შეძენითაა დაინტერესებული, როგორც „კალჩომერკატო“ (Calciomercato) ამტკიცებს, ინგლისელები მზად არიან 21 წლის თურქის სანაცვლოდ 26 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

თავად „რომა“ იუნდერს 35 მილიონ ფუნტად აფასებს. მისი კონტრაქტი რომაელებთან 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში იუნდერმა 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „რომას“ შემადგენლობაში, ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.