„არსენალი“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„არსენალი“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის შეძენას გეგმავს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის გაფორმებას აპირებს, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, ლოკატელის კანდიდატურით უაშუალოდ არის დაინტერესებული ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი. მიკელ არტეტას იტალიელი ფეხბურთელის დახმარებით ნახევარდაცვის გაძლიერება სურს.

გუშინ, 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „იუვენტუსმა“ „სასუოლოსგან“ ლოკატელი 33,5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.