„არსენალი“ ინგლისის სუპერთასის გამარჯვებულია #1TVSPORT
ლონდონის „არსენალი“ ინგლისის სუპერთასის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა „მანჩესტერ სიტი“ 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე რიკარდო კალაფიორიმ გახსნა, რასაც მოგვიანებით კაი ჰავერცისა და მარტინ ოდეგორის გოლები დაემატა.
ამ გამარჯვებით „არსენალმა“ ინგლისის სუპერთასი ისტორიაში მეთვრამეტედ, 2023 წლის შემდეგ კი პირველად დაისაკუთრა.
რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ხოსეპ გუარდიოლას გარეშე ოფიციალურ შეხვედრაში პირველად ითამაშა.