„არსენალი“ გეგმავს, ზინჩენკოსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს #1TVSPORT
„არსენალი“ გეგმავს, ზინჩენკოსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივოს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ უკრაინელ მცველთან, ოლეკსანდრ ზინჩეკოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს,  – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ლონდონურ კლუბში გეგმავენ, რომ ზინჩენკოსთან ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმონ, მიმდინარე ხელშეკრულების ვადა კი 2026 წელს იწურება.

უკრაინელი ფეხბურთელი „არსენალის“ რიგებს 2022 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ შეუერთდა და ამ პერიოდში 41 მატჩი გამართა. Transfermarkt-ი ოლეკსანდრ ზინჩენკოს 43 მილიონ ევროდ აფასებს.

ინგლისის ჩემპიონატის ახალ სეზონში „არსენალს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.