„არსენალი“ დიოკერეშს ალვარესში გაცვლის და „ატლეტიკოს“ 50 მილიონ ევროს დაუმატებს #1TVSPORT
ლონდონის „არსენალმა“ და მადრიდის „ატლეტიკომ“ შეათანხმეს გარიგება თავდამსხმელების გაცვლის თაობაზე, – იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV.
წყაროს ცნობით, „არსენალში“ გადავა ხულიან ალვარესი, რომლის სანაცვლოდაც „ატლეტიკო“ მიიღებს ლონდონელთა შვედ ფორვარდს ვიქტორ დიოკერეშსა და თანხას 50 მილიონის ოდენობით.
ხულიან ალვარესის მიმართ ასევე დაინტერესებას გამოთქვამენ „ბარსელონა“, „რეალი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.