„არსენალი“ დემბელეს შეძენას შეეცდება
„არსენალი“ დემბელეს შეძენას შეეცდება

„ლიონის“ თავდამსხმელი მუსა დემბელე ლონდონის „არსენალის“ ინტერესის სფეროშია, – იუწყება Le10Sport,

წყაროს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი 23 წლის ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება, ფრანგული მხარე კი ამ გარიგების სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მოითხოვს.

„არსენალს“ მოუწევს, კონკურენცია გაუწიოს „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“, რადგან დემბელეს საკუთარ გუნდში გადმოყვანა ამ კლუბებსაც სურთ.