„არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანის მოსაპოვებლად იბრძოლებენ
„არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანის მოსაპოვებლად იბრძოლებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელის შეძენა ინგლისურ გრანდებს „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ, – იუწყება The Mirror.

ედისონ კავანით დაინტერესებულია მადრიდის „ატლეტიკოც“ და ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან ესპანელები მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ.

The Mirror – ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეეცდებიან, ურუგვაელი ვარსკვლავი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე შეიძინონ, თუმცა პარიზელები ედისონ კავანის შენარჩუნებას 2020 წლის ზაფხულამდე შეეცდებიან, სანამ ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი არ გახდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 32 წლის ურუგვაელმა რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.