„არსენალი“ და „ევერტონი“ ხამეს როდრიგესის გადაბირებას შეეცდებიან
„არსენალი“ და „ევერტონი“ ხამეს როდრიგესის გადაბირებას შეეცდებიან

ინგლისური კლუბები „არსენალი“ და „ევერტონი“ „რეალის“ ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის შეძენას შეეცდებიან, – იუეწყება Goal.com.

წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ 28 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს, თუმცა, სეზონის ბოლომდე ხამეს როდრიგესის იჯარით გასხვისებასაც განიხილავენ.

2019/20 სეზონში ხამესმა „რეალის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt.com მადრიდის „რეალის“ კოლუმბიელ ფეხბურთელს 37 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს.