„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT
„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნდა. მიკელ არტეტას გუნდმა განმეორებით ნახევარფინალში შინ 1:0 დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“ და ორი მატჩის ჯამში (2:1) ფინალში გავიდა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს ბუკაიო საკამ გაიტანა, რომელმაც ლეანდრო ტროსარის დარტყმულს დაამატა.

„არსენალი“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნს“ შორის მოგებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი მატჩი პარიზში 5:4 მასპინძლებმა მოიგეს.