„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, „ინტერი“ - აუტსაიდერი #1TVSPORT
პორტალ Opta Sports-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ ფავორიტები დაასახელა.
პირველ ადგილზეა „არსენალი“ – ლონდონური კლუბის მიერ ტიტულის მოგების ალბათობა 31.3 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდიან: „ბარსელონა“ – 27,4%, „პარი სენ-ჟერმენი“ – 22% და „ინტერი“ – 19,2%.
შედარებისთვის, მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ძალთა ასეთი თანაფარდობა იყო: „არსენალი“ – 28,7%, „ინტერი“ – 25,5%, „პარი სენ-ჟერმენი“ – 24% და „ბარსელონა“ – 21,8%.
29 აპრილს „არსენალი“ „პარი სენ-ჟერმენს“ მიიღებს, 30 აპრილს „ბარსელონა“ „ინტერს“ უმასპინძლებს.