„არსენალი“ არსენ ვენგერს ბრინჯაოს ქანდაკებას დაუდგამს
„არსენალი“ არსენ ვენგერს ბრინჯაოს ქანდაკებას დაუდგამს

ლონდონის „არსენალი“ საკუთარი სტადიონის „ემირეიტსის“ წინ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმას აპირებს, – ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა The Athletic.

ვენგერი „არსენალს“ 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგა და შვიდჯერ – ინგლისის თასი.

ასევე ვენგერის სახელი შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთ ტრიბუნას „ემირეიტსის“ სტადიონზე.