„არსენალი“ აარონ რემზიზე უარს ამბობს
NEWCASTLE UPON TYNE, ENGLAND - SEPTEMBER 15: Aaron Ramsey of Arsenal during the Premier League match between Newcastle United and Arsenal FC at St. James Park on September 15, 2018 in Newcastle upon Tyne, United Kingdom. (Photo by Robbie Jay Barratt - AMA/Getty Images)
„არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი, როგორც მოსალოდნელია, გუნდს მომავალ ზაფხულს დატოვებს, რადგან ლონდონურმა კლუბმა მისთვის შეთავაზებული ახალი კონტრაქტი უკან გაიწვია. ოთხწლიანი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, მაგრამ, სანამ კონტრაქტის საბოლოო ვერსია მომზადდებოდა, „არსენალმა“ მასზე უარი თქვა.
„ბი-ბი-სის“ (BBC) ჟურნალისტები ორივე მხარეს დაუკავშირდნენ, თუმცა მიზეზებზე არც კლუბი საუბრობს და არც ფეხბურთელი.
რემზის ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2019 წლის 30 ივნისს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ კლუბმა ის იანვარში არ გაყიდა, მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.
რემზი „კარდიფ სიტითან“ „არსენალში“ 2008 წელს გადავიდა და გუნდმა მასში 4.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.
2014 და 2017 წლებში მან ინგლისის ასოციაციის თასის ფინალებში გამარჯვების გოლები გაიტანა.