„არსენალი“ 36.3 პროცენტის ალბათობით მოიგებს ჩემპიონთა ლიგას (Opta) #1TVSPORT
„არსენალი“ 36.3 პროცენტის ალბათობით მოიგებს ჩემპიონთა ლიგას (Opta) #1TVSPORT

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალების შემდეგ ტურნირის მთავარ ფავორიტად ლონდონის „არსენალი“ გამოაცხადა.

სუპერკომპიუტერმა სეზონის დარჩენილი ნაწილის 10 ათასი სიმულაცია ჩაატარა და 36.3 პროცენტის შემთხვევაში ტიტულს „არსენალი“ იგებდა.

Opta-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. არსენალი – 36,3%; 2. ბაიერნი – 28,9%; 3. პარი სენ-ჟერმენი – 16%; 4. ატლეტიკო – 9,3%; 5. ბარსელონა – 3,6%; 6. რეალი –  2,6%; 7. ლივერპული – 2,1%; 8. სპორტინგი – 1,2%.