არსენალი 18 წლის ფრანგს 27 მილიონად შეიძენს
არსენალი 18 წლის ფრანგს 27 მილიონად შეიძენს

„არსენალი“ ფრანგი მცველის, უილიამ სალიბას შეძენას 27 მილიონ ფუნტ სტერლინგად აპირებს, იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports), შემდეგ კი ისევ სენტ-ეტიენში გაუშვებს იჯარით, რათა საფრანგეთის ჩემპიონატში მეტი გამოცდილება შეიძინოს.

18 წლის ფეხბურთელი ასევე სურდათ იტალიურ რომასა და გერმანულ დორტმუნდის ბორუსიას, თუმცა ლონდონელებმა ამ ბრძოლაში ორივე მათგანი დაამარცხეს.

უილიამ სალიბა, კილიან მბაპეს მსგავსად, ქალაქ ბონდიში დაიბადა და ადგილობრივ გუნდში თამაშისას მისი პირველი მწვრთნელი მბაპეს მამა იყო.