არსენ ვენგერს ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებისკენ მოუწოდებენ #1TVSPORT
„არსენალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატად განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთი The Times-ი წერს.
ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ სერიოზულ კონკურენტს იპოვნიან არჩევნებისთვის, რომლებიც 2027 წლის მარტში გაიმართება. მათი უმრავლესი ნაწილის სურვილია, ვენგერი საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაში დაარწმუნოს. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერია. თავად ფრანგ სპეციალისტს არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ჯერ არ განუცხადებია.
ჯერჯერობით ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი ინფანტინოა, რომელიც ახალი ვადით არჩევას გეგმავს.
ვენგერი „არსენალს“ 1996 წლიდან 2018 წლამდე ედგა სათავეში. 2019 წლის ნოემბრიდან მას ფიფა-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.