„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აზრი გამოთქვა „ლივერპულში“ ფლორიან ვირტცის თამაშთან დაკავშირებით.
„პრობლემა იმ მოთხოვნაშია, რომელიც ვირტცმა „ლივერპულს“ წარუდგინა. იმისთვის, რომ ტრანსფერი დახურულიყო, გერმანელმა ითხოვა არა ფლანგზე, არამედ „ათიანზე“ თამაში.
ამ ნაბიჯმა გაანადგურა ჩემპიონების შარშანდელი ნახევარდაცვა, სადაც ბრწყინავდნენ გრავენბერხი, მაკალისტერი და სობოსლაი. ვირტცის გამოჩენის შემდეგ, სობოსლაი იძულებულია ფლანგზე ითამაშოს.
მე რომ არნე სლოტი ვიყო, დავუბრუნდებოდი ნახევარდაცვის შარშანდელ შემადგენლობას, ვირტცს მარცხნივ დავაყენებდი და ვუზრუნველყოფდი მისთვის შეტევის სიგანესა და გადაადგილების თავისუფლებას.
მაგრამ ვირტცის ცენტრში თამაში – სტრატეგიული შეცდომაა“, – განაცხადა არსენ ვენგერმა.