არსენ ვენგერმა „არსენალში“ მე-700 მატჩი მოიგო
არსენ ვენგერმა „არსენალში“ მე-700 მატჩი მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში, ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „უოტფორდი“ (3:0) და შეწყვიტა ჩემპიონატში სამმატჩიანი წაგებათა სერია.
ეს იყო „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში არსენ ვენგერის მე-700 გამარჯვება.

ამავე შეხვედრაში, „არსენალმა“ მე-1000 საშინაო გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, ხოლო გუნდის მეკარემ პეტრ ჩეხმა მე-200 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონატში და პირველი პენალტი მოიგერია ბოლო შვიდ წელიწადში.
„არსენალის“ რიგებში გოლები გაიტანეს: მუსტაფიმ (8), ობამეიანგმა (59) და მხითარიანმა (77).

30-ე ტურის შემდეგ, „არსენალი“ 48 ქულით მეექვსე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში. ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 12 ქულას შეადგენს.