ვებპორტალმა Goal-მა „არსენალის“ ლეგენდარულ მწვრთნელს არსენ ვენგერს დღეისთვის საუკეთესო ხუთი მოქმედი ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. 75 წლის სპეციალისტს უნდა ჩამოეთვალა მოთამაშეები მეხუთედან პირველ ადგილამდე, მაგრამ ვენგერმა დავალება ვერ გაიგო და უბრალოდ დაასახელა ხუთი საუკეთესო, ამასთან, უფრო მეტი ობიექტურობისთვის თავიდანვე გამორიცხა „არსენალის“ წარმომადგენლები.
არსენ ვენგერის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე, ვინისიუსი, კოულ პალმერი და ლამინ იამალი.
სალაჰზე ვენგერმა ცალკე ილაპარაკა და დღეისთვის ის თავის საყვარელ ფეხბურთელად დაასახელა: „მიუხედავად მისი კარიერის ხანგრძლივობისა, ის დღემდე ტოპ-დონეზე იმყოფება“.