არსენ ვენგერი ყოველ ორ წელში მსოფლიოს ჩემპიონატზე - ახალგაზრდები იდეას მხარს უჭერენ #1TVSPORT
არსენ ვენგერი ყოველ ორ წელში მსოფლიოს ჩემპიონატზე - ახალგაზრდები იდეას მხარს უჭერენ #1TVSPORT

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც დღეს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ფიფა) ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს, ისევ გამოთქვა აზრი მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.

„გაკვირვებული ვარ, რომ დისკრიმინაციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანი კითხვაზე – კარგია თუ არა ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება – გიპასუხებთ: „დიახ, შესანიშნავია, ეს დაეხმარება თამაშის განვითარებას“.

მაშინ რატომ არის ეს ცუდი მამაკაცებისთვის? ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ იდეის მიუღებლობა ემოციებს ეფუძნება. ჩვენ ისე ვიზრდებოდით, რომ შევეჩვიეთ – მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და გვინდა ყველაფერი ძველებურად დარჩეს.

ჩვენს გამოკითხვაში აზრი გაიყო. ახალგაზრდა თაობა ახალ იდეას მხარს უჭერს, ხოლო 50 წელზე ზემოთ ასაკის გულშემატკივრები წინააღმდეგნი არიან.

არ უნდა გვეშინოდეს. თანამედროვე ბიჭი, რომელიც ფეხბურთს უყურებს, კარგად არის გათვითცნობიერებული, ის მომთხოვნია, მისთვის მნიშვნელობანია იმის ხარისხი, რასაც უყურებს. დღეს არსებობს მოთხოვნა ხარისხზე, ხალხი კარგადაა ინფორმირებული. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ხარისხი მათ მივაწოდოთ“, – განაცხადა ვენგერმა ინტერვიუში.