არსენ ვენგერი - სუარესი უნდა შეცვალონ
არსენ ვენგერი - სუარესი უნდა შეცვალონ

ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა „ბარსელონას“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ვენგერი დარწმუნებულია, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიელები აუცილებლად შეიძენენ რომელიმე ვარსკვლავს.

„ბარსელონა“ ყოველთვის ყიდულობდა დიდებულ ფეხბურთელებს. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია სუარესის შეცვლა, – ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს Goal.com. კატალონიელები კიდევ ერთ თავდამსხმელს შეიძენენ. სუარესსა და მესის სჭირდებათ მესამე ფეხბურთელი, რომელიც მათ შეკრავს და ერთად კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანანენ.

გრიზმანი? მე ისევ ვფიქრობ, რომ ანტუანი გოლების გატანას დაიწყებს, ახლა ის ბოლომდე არ არის ადაპტირებული. შესაძლოა, კარანტინის შემდეგ უფრო ენერგიული გრიზმანი ვიხილოთ.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს „ინტერის“ არგენტინელი ვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის შეძენა სურდათ, თუმცა იტალიურმა მხარემ მისი ტრანსფერისთვის 111 მილიონი ევრო მოითხოვა, „ბარსელონამ“ კი საყოველთაო ფინანსური კრიზისის ფონზე ამ თანხის გადახდა ვერ მოახერხა.