არსენ ვენგერი ოფსაიდის წესის შეცვლის იდეით გამოვიდა
არსენ ვენგერი ოფსაიდის წესის შეცვლის იდეით გამოვიდა

„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომელიც დღეს ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია, თამაშგარის წესის შეცვლის წინადადება წამოაყენა.

„ფეხბურთელი არ იქნება ოფსაიდში, თუ სხეულის რომელიმე ნაწილი, რომლითაც გოლის გატანა შეიძლება, ერთ ხაზზეა ბოლო მცველთან, ამასთან, სხეულის სხვა ნაწილები მცველზე წინ არის. ეს გადაწყვეტს პრობლემას და ყველაფერს მოაგვარებს. აღარ იქნება საჭირო საკამათო გადაწყვეტილებების მიღება მილიმეტრებისა და იმის გამო, რომ შეტევის მოთამაშემ სხეულის რაღაც ნაწილით ხაზი გადაკვეთა“, – მოჰყავს „სქაი სპორტს“ ვენგერი სიტყვები.

ფიფა 29 თებერვალს, ბელფასტში ყოველწლიურ სხდომაზე აპირებს განიხილოს კანონი ოფსაიდის შესახებ.