არსენ ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობისთვის მზად არის
არსენ ვენგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობისთვის მზად არის

ლონდონის „არსენალის“ ლეგენდარულმა დამრიგებელმა არსენ ვენგერმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა ის მზად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობისთვის, თუ ამ გუნდს დატოვებს მისი ამჟამინდელი დამრიგებელი, ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

„როგორც უკვე ვთქვი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ არის ოცნების სამუშაო“, – მოჰყავს ფრანგის სიტყვები „ფოქს სპორტსს“ (Fox Sports), – „ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასეა. მე მაქვს დამაჯერებლობა, სურვილი, და მართალი ხართ, მაქვს იდეები“.

69 წლის ვენგერი „არსენალში“ 1996-2018 წლებში მუშაობდა და სამჯერ გახდა ამ გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონი.