არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს
არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს

ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი სულ მალე მიიღებს თანამდებობას ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში (ფიფა), – იტყობინება ამერიკული ტელეარხი ESPN.

ჯერჯერობით არ დაუზუსტებიათ, რომელ პოსტს დაიკავებს ვენგერი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი აზრს ორგანიზაციაში ყურს დაუგდებენ.

ამავდროულად, 69 წლის ფრანგს ისევ სურს კლუბის ან ნაკრების გაწვრთნა.

არსენ ვენგერის ბოლო სამუშაო ადგილი იყო ლონდონის “არსენალი”, რომელსაც 1996-2018 წლებში ავარჯიშებდა.