ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა გამოაცხადა – როდის იხილავს საფეხბურთო სამყარო ლეგენდარულ სპეციალისტს კვლავ საქმეში.
„ვფიქრობ, 1 იანვარს დავბრუნდები. ჯერჯერობით არ ვიცი სად. შესანიშნავად დავისვენე და მზად ვარ მუშაობისთვის. არ ვარ 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ კლუბში ვიმუშავებ. მაქვს წინადადებები საფეხბურთო ფედერაციებისგან და ეროვნული გუნდებისგან. არის იაპონიის ვარიანტი. „არსენალში“ გატარებული 22 წლის წყალობით, სხვადასხვა გამოცდილება მაქვს. წინადადებები მოდის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან“ – განაცხადა Sport Bild-თან ინტერვიუში ვენგერმა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ვენგერი შეიძლება „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი გახდეს.