არსებული ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დაკავებულია
არსებული ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დაკავებულია

ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

„ალტ-ინფოს“ ლიდერები რამდენიმე დღის წინ შსს-ში „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.