არქიტექტორებმა მსოფლიოში საუკეთესოდ ტოკიოს ახალი სტადიონი აღიარეს
არქიტექტორებმა მსოფლიოში საუკეთესოდ ტოკიოს ახალი სტადიონი აღიარეს

ვებგვერდმა StadiumDB-მ სტადიონების ტრადიციული რეიტინგი მოამზადა. სიაში შეიყვანეს ის არენები, რომლებიც გადაკეთებულია ან ნულიდანაა აშენებული.

ოთხი არქიტექტორისგან შემდგარმა ჟიურიმ ყველაზე საინტერესო სტადიონები სამი თვალსაზრისით შეარჩია: არქიტექტურული ღირებულება, ფუნქციონალურობა და ინოვაცია. ამ სამი ფაქტორიდან გამომდინარე, გამორჩეულად ტოკიოს ახალი ოლიმპიური არენა მიიჩნიეს, სიაში ჩინური ქალაქ უჰანის სტადიონიც მოხვდა.

10. „დატუნ სპორტს ცენტრ“, დატუნი, ჩინეთი 30,000

9. „ფაივ რინგს”, უჰანი, ჩინეთი 30,000

8. „ტეგელნე პოლე“, ბრატისლავა, სლოვაკეთი 22,500

7. “ნიუ კლარკ სიტი”, კასასი, ფილიპინები 20,000

6. „VTB არენა“, მოსკოვი, რუსეთი 26,000

5. „ტოტენჰემ სტედიუმ“, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 62,000

4. „ალ-ჯანუბი, ალ-ვაჰრა, ყატარი 40,000

3. „პუშკაშ არენა”, ბუდაპეშტი, უნგრეთი 67,215

2. „ბანკსვეტ სტედიუმ“, სიდნეი, ავსტრალია 30,000

1. ოლიმპიური სტადიონი, ტოკიო, იაპონია 68,000

ტოკიოს ეროვნული ოლიმპიური სტადიონი საგანგებოდ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიებისთვის ააშენეს. იგი ძველი ოლიმპიური სტადიონის ადგილზე აშენდა, რომელიც დაანგრიეს.

ამავე დროს, ვებგვერდმა StadiumDB-მ მეორე რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც რიგით მომხმარებლებს მისცა საშუალება, რომ საუკეთესო არენები გამოევლინათ.

გულშემატკივართა ტოპ 10 სტადიონი

1. „პუშკაშ არენა”, ბუდაპეშტი, უნგრეთი 67,215

2. „ტოტენჰემ სტედიუმ“, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 62,000

3. „ალ-ჯანუბი“, ალ-ვაჰრა, ყატარი 40,000

4. “მალ-არენა“, დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი 12,700

5. „VTB არენა“, მოსკოვი, რუსეთი 26,000

6. „უტამა პაპუა სტედიუმ“, ჯაიაპურა, ინდონეზია 40,263

7. ოლიმპიური სტადიონი, ტოკიო, იაპონია 68,000

8. „ხორხე ლუის ჰირსი“, ლა პლატა, არგენტინა 23,000

9. „აირ ალბანია“, ტირანა, ალბანეთი 22,500

10. „ნიუ კლარკ სიტი”, კასასი, ფილიპინები 20,000

იმედია, 2021 წლის სიაში ბათუმის განახლებული არენაც მოხვდება, რომლის მშენებლობაც წელს უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.