არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, რომ გორის კულტურისა და დასვენების პარკში ამოღებული ძვლის ფრაგმენტები სავარაუდოდ ადამიანის არ არის
არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, რომ გორის კულტურისა და დასვენების პარკში ამოღებული ძვლის ფრაგმენტები სავარაუდოდ ადამიანის არ არის

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ, არქეოლოგი ვახტან ლიჩელი იმყოფებოდა.

როგორც ვახტანგ ლიჩელმა პირველ არხს განუცხადა, სამართალდამცველებმა მასთან კონსულტაციები გათხრების წარმოების მეთოდოლოგიაზე გაიარეს.

„ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკურპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ.

მისივე თქმით, ძვლის ფრაგმენტები, რომლებიც სამართალდამცველებმა ამოიღეს, ცხოველის არის.

გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს სამართალდამცველებმა ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.