არნე სლოტი ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელობაზე მთავარი ფავორიტია #1TVSPORT
„ლივერპულის“ ყოფილი მთავრი მწვრთნელი არნე სლოტი შეიძლება გახდეს ნიდერლანდების ახალი დამრიგებელი მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა რონალდ კუმანმა.
ბუკმეიკერების აზრით, ყველაზე რეალური შანსია, რომ ვაკანტური პოსტი სლოტმა დაიკავოს. კანდიდატებს შორის ტოპსამეულში არიან ლუი ვან გაალი და მიკაელ რაიციგერი.
ნიდერლანდების ახალი მწვრთნელი ბუკმეიკერების ვერსიით:
1. არნე სლოტი – 2.37, 2. ლუი ვან გაალი – 4.33, 3. მიკაელ რაიციგერი – 5.00, 4. რუუდ ვან ნისტელროი – 6.00, 5. პეტერ ბოსი – 6.50, 6. ჯონი ჰეიტინგა – 7.00, 7. ერიკ თენ ჰაგი – 8.00, 8. რობინ ვან პერსი – 11.00…