არნე სლოტი და მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად და მოთამაშედ დასახელდნენ #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგამ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ორივე ინდივიდუალური ჯილდო „ლივერპულის“ წარმომადგენელმა მოიგო.
საუკეთესო მწვრთნელად არნე სლოტი აღიარეს. მისმა გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ ნოემბერში სამივე მატჩი მოიგო – „ბრაიტონს“ 2:1 სძლია, „ასტონ ვილას“ – 2:0, ხოლო „საუთჰემპტონს“ – 3:2.
რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა „ლივერპულის“ მიერ გატანილი შვიდი გოლიდან ხუთში მიიღო უშუალო მონაწილეობა, თავად გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამჟამად მერსისაიდული გუნდი პრემიერლიგის ლიდერია, სლოტის გუნდს 35 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ჩელსის“ ოთხი ქულით უსწრებს.