უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.
შეხვედრის ერთ-ერთი გმირი „ლივერპულის“ ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი იყო, რომელიც მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციისას მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა შეაქო.
„თანაგუნდელებმა ალისონს დღეს ბევრი სამუშაო მისცეს. ვფიქრობ, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა“, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში „ლივერპულში“ ვარჯიშს გიორგი მამარდაშვილიც დაიწყებს და ის ბრაზილიელი მეკარის უშუალო კონკურენტი იქნება.