არნაუტოვიჩმა და „ბოლონიამ“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT
არნაუტოვიჩმა და „ბოლონიამ“ სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT

ჩინური „შანხაი პორტის“ ფორვარდმა მარკო არნაუტოვიჩმა, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

ავსტრიის ნაკრების 32 წლის ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა „ბოლონიასთან“. მისი წლიური ხელფასი 2.7 მილიონი ევრო იქნება, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

ადრე არნაუტოვიჩს ერთი სეზონი აქვს გატარებული იტალიის ჩემპიონატში – 2009-10 წლებში „ინტერში“ ითამაშა, თუმცა, ამ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი