არნაუტოვიჩი შანხაიში 23 მილიონ ფუნტად გადავიდა
„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი „შანხაიში“ გადავიდა, – იტყობინება ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდი.
„სკუოკა ნიუსის“ (SquawkaNews) ინფორმაციით, ტრანსფერის საფასური 23 მილიონი ფუნტია. ცოტა ხნით ადრე, ფეხბურთელის თხოვნის მიუხედავად, ინგლისური კლუბი მის ჩინეთში გაშვებაზე 22 მილიონ ფუნტად უარზე იყო.
არნაუტოვიჩის კონტრაქტი შანხაისთან 2022 წლის 31 დეკემბრამდეა გათვლილი. 30 წლის თავდამსხმელმა „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში 65 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
DONE DEAL: West Ham have confirmed Marko Arnautovic has joined Shanghai SIPG for a reported fee of £23m. pic.twitter.com/xwZRyYy0rE
— Squawka News (@SquawkaNews) 8 July 2019