არმენ სარქსიანი ემანუელ მაკრონს შეხვდა
არმენ სარქსიანი ემანუელ მაკრონს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტი საფრანგეთის ლიდერს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, არმენ სარქსიანისა და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკებების მთავარი თემა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იყო.

სომხეთის პრეზიდენტი პარიზში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც ის საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ჟოზეფ ბორელსა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელს შეხვდა.

სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო და ევროკავშირის ლიდერები მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად „ყველაფერს გააკეთებენ“.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

დატოვე კომენტარი