სომხეთის პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინის ტელეფონით ესაუბრა

11:23, 03.05.2018

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სომხეთში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა იყო.

საუბრის დროს არმენ სარგსიანმა და ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნეს, რომ კრიზისის მოსაგვარებლად აუცილებელია კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქცეული კონსტრუქციული დიალოგი.

მსგავსი