არმანდო ცუნგუ - თუ კითხვები გაქვთ ფეხბურთზე დამისვით, მე პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ | „ტორპედო“ - „კუკეში“, მატჩის წინა პრესკონფერენცია
არმანდო ცუნგუ - თუ კითხვები გაქვთ ფეხბურთზე დამისვით, მე პოლიტიკაზე არ ვისაუბრებ | „ტორპედო“ - „კუკეში“, მატჩის წინა პრესკონფერენცია

ხვალ, 9 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება.

ქუთაისის „ტორპედო“ ალბანურ „კუკეშს“ უმასპინძლებს. მატჩამდე დატრიალებული მოვლენების შედეგად ალბანური კლუბის მთავარი მწვრთელი არმანდუ ცუნგუს პრესკონფერენცია საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მან ქართულ მხარეს ზუსტად იგივე ბრალდებები წაუყენა რაც კლუბმა –

„გუნდში ატმოსფეროს კარგს ვერ ვუწოდებ. მიზეზები ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ოთხ მოთამაშეზე ვიზები არ გასცეს და სწორედ აქედან მომდინარეობს პრობლემების ჯაჭვი. ფეხბურთი არ არის პოლიტიკა და აქ დაცული უნდა იყოს ფეირპლეის პრინციპები.“

იმის შესახებ კითხვაზე, რომ ანალოგიური პრობლემა მათ მეკარეს აზერბაიჯანშიც შეექმნა და ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, ხოლო საქართველომ კი ვიზა ოთხივე ფეხბურთელზე დაუშვა, შესაბამისად გაუგებარია ასეთი ტონი და პრეტენზიები, მან საკმაოდ დაბნეულად და ბუნდოვნად უპასუხა –

„თუ კითხვები გაქვთ ფეხბურთზე, დამისვით. მე არ მინდა პოლიტიკაზე ვისაუბრო.“

ამით მან პრესკონფერენცია დაასრულა, მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა და დარბაზი დატოვა.