არმან ცარუკიანმა დევი რამოსის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალ აიკუინტა გამოიძახა (ვიდეო)
აბუ დაბიში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ახალქალაქში დაბადებულმა, პერსპექტიულმა სომეხმა სპორტსმენმა, არმან ცარუკიანმა მომდევნო ბრძოლის გამართვა მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელ ალ აიკუინტასთან ისურვა.
„მომდევნო ბრძოლის გამართვა მე აუცილებლად ტოპ 15-ის მებრძოლთან მსურს. დევი რამოსი ძალიან ძლიერი მეტოქეა და მე დავამტკიცე, რომ ელიტაში ყოფნას ვიმსახურებ. დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი ბრძოლას ალ აიკუინტასთან. ის ძალიან ღირსეული მეტოქეა. მას ჩატარებული აქვს ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ტიტულისთვის. მას ყველა იცნობს და ვფიქრობ ეს ჩემთვის ძალიან კარგი ბრძოლა იქნება“.