არკადიუშ მილიკი დათანხმდა „იუვენტუსში“ გადასვლას
არკადიუშ მილიკი დათანხმდა „იუვენტუსში“ გადასვლას

„ნაპოლის“ ფორვარდი არკადიუშ მილიკი სულ უფრო ახლოსაა „იუვენტუსში“ გადასვლასთან. პოლონელმა თანხმობა განაცხადა ტრანსფერზე, რომელიც ამ ზაფხულს უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ „კალჩომერკატომ“ დაწერა.

ამასთან, იტყობინებიან, რომ თავად „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას არ სურს მილიკის ტურინში გაშვება და მოლაპარაკებებს აწარმოებს „ტოტენჰემთან“ და „ატლეტიკოსთან“.

თუ ტრანსფერი „იუვენტუსში“ მაინც შედგება, „ნაპოლი“ თანხის გარდა, ტურინული კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს მიიღებს.

ამ სეზონში არკადიუშ მილიკმა სერია A-ს 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.