„ფინიქსს სანში“ ახლად გადასულმა ტრევორ არიზამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გუნდი კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ამის შესახებ აქტიურად საუბრობს “ი-ეს-პი-ენ”-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი, რომელიც ამტკიცებს, რომ ორ გუნდს შორის მოლაპარაკებები უკვე დაყწებულია და არიზას გაცვლაში „ფინიქსთან“ და „ლეიკერსთან“ ერთად კიდევ ერთი, მესამე გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსნებთ, რომ ტრევორ არიზა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “ჰიუსტონიდან” “ფინიქსში” გადავიდა.