„არისს“ ქვილითაიას გოლმა ვერ უშველა – ჩოგაძე ბულგარეთში გააძევეს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე ათენში აეკ-ს გაუტანა, მაგრამ ლიმასოლის „არისი“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ამ გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში კი ბერძნები დაწინაურდნენ. 62-ე წუთზე კვიპროსელებმა წონასწორობა აღადგინეს – აეკ-ს პენალტი ქართველმა თავდამსხმელმა გაუტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო.
თუმცა დამატებით დროში ბერძნებმა ორი გოლი გაიტანეს, 3:1 მოიგეს და პლეი ოფში გავიდნენ.
გათამაშებას გამოეთიშა ანტონ თოლორდავასა და თემურ ჩოგაძის „კაუნო ჟალგირისი“, რომელიც ბულგარულ „არდასთან“ პირველი მატჩში 0:1 დამარცხდა, გასვლაზე კი 0:2 წააგო – ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ჩოგაძემ მოედანი 45-ე წუთზე დატოვა – მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, თოლორდავა კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.