„არისის“ პრეს-სპიკერი - ქვილითაია საშობაო არდადეგებზე ვარჯიშს არ შეწყვეტს #1TVSPORT
„არისის“ პრეს-სპიკერი - ქვილითაია საშობაო არდადეგებზე ვარჯიშს არ შეწყვეტს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია შვებულებას არ გამოიყენებს და კვიპროსში დარჩება, რათა სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდეს – ამის შესახებ ლიმასოლის „არისის“ პრეს-სპიკერმა კოსტას პაპადოპულოსმა Supersport-თან განაცხადა.

„ჩვენი თავდამსხმელები წელს კარგ ფორმაში არიან და მათი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ. სამწუხაროდ, ქვილითაია ახლა ტრავმირებულია, მაგრამ გვითხრა, რომ საშობაო არდადეგებს არ გამოიყენებს და საქართველოში არ გაემგზავრება. გიორგის სურს, რომ სეზონის განახლებისთვის მოემზადოს და იდეალურ ფორმაში იყოს“, – ამბობს პაპადოპულოსი.

გიორგი ქვილითაია 3 ნოემბერს ლარნაკაში აეკ-თან დაპირისპირებისას დაშავდა და მე-8 წუთზე შეცვალეს. მიზეზი კუნთის ტრავმა აღმოჩნდა. მას შემდეგ ქართველი თავდამსხმელი მკურნალობდა, რეაბილიტაცია უკვე დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად კონდიციების აღდგენას ცდილობს. „არისი“ სეზონს 3 იანვარს გიორგი ლორის „არადიპუსთან“ მატჩით განაახლებს.

აქვე ვიტყვით, რომ „არისის“ ქართველი თავდამსხმელი კვიპროსის 2024 წლის საუკეთესო ლეგიონერის ნომინაციაზეა წარდგენილია და აქვს შანსი, ამ პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდეს.