„არისის“ მწვრთნელი - ქვილითაია გამოჯანმრთელდა და, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს ასრულებს და, შესაძლოა, 21 დეკემბერს „არისს“ „ომონია 29 მაისთან“ შეხვედრაში დაეხმაროს – ინფორმაციას კვიპროსული რადიო sport-fm-ის ვებგვერდი ავრცელებს.
„კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „კარმიოტისასთან“ ფრემ (1:1) „არისის“ გულშემატკივრებში აღშფოთება გამოიწვია. გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსეი სპილევსკიმ წაგების ერთ-ერთ მიზეზად ქარველი თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას არყოფნა დაასახელა“, – ვკითხულობთ sport-fm-ის სტატიაში.
„უკვე დავიწყეთ „ომონია 29 მაისთან“ მატჩისთვის მზადება. „კარმიოტისასთან“ ფრე ძალიან დასანანი იყო. ყველა ვთანხმდებით, რომ „არისს“ გიორგი ქვილითაია ძალიან სჭირდება – ქართველის გამოცდილება და კლასი დაგვაკლდა.
მიხარია, რომ გიორგი გამოჯანმრთელდა და დასაბრუნებლად ემზადება. მან სარეაბილიტაციო კურსი უკვე დაასრულა და თუ ყველაფერი კარგად იქნება, უახლოეს შეხვედრაში, სავარაუდოდ, განაცხადში მოხვდება“, – თქვა ალექსეი სპილევსკიმ.