არის შანსი, საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელი დაესწროს - საკითხი ეპიდმდგომარეობის შესაბამისად გადაწყდება
არის შანსი, საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელი დაესწროს - საკითხი ეპიდმდგომარეობის შესაბამისად გადაწყდება

საქართველოს ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველ მატჩებს მარტში გამართავს. არ არის გამორიცხული, საქართველოში არსებული ეპიდმდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, ესპანეთთან საშინაო მატჩში მაყურებელს დასწრების უფლება მისცენ.

ამ შესაძლებლობას საქართველოს პირველ არხთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის გაცხადება ადასტურებს, რომლის თქმითაც, საკოორდინაციო საბჭოს კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებებს განიხილავს და ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება.

„შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. 

საქართველოს ნაკრები წლის პირველ საშინაო მატჩს 28 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ გამართავს – „ჯვაროსნები“ ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან. ეს თამაში კი თენგიზ ცერცვაძის მიერ დასახელებული მაქსიმალური ვადის, სამი კვირის შემდეგ გაიმართება და ამ დროისთვის, შესაძლოა, სტადიონზე მაყურებელიც დაუშვან, რაც შესანიშნავი ამბავი იქნება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

25/03/21

შვედეთი – საქართველო 23:45

28/03/21

საქართველო – ესპანეთი 20:00

31/03/21

საბერძნეთი – საქართველო 22:45

დატოვე კომენტარი