არინა საბალენკამ „დიდი სლემის“ ტურნირების ბოიკოტი დააანონსა #1TVSPORT
არინა საბალენკამ „დიდი სლემის“ ტურნირების ბოიკოტი დააანონსა #1TVSPORT

ქალთა პროფესიული ტურის პირველ ნომერს, არინა საბალენკას მიაჩნია, რომ წამყვანმა ჩოგბურთელებმა, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ „დიდი სლემის“ ტურნირებს, თუ არ მოხერხდება ორგანიზატორებთან მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხების წილის გაზრდაზე შეთანხმება.

უფრო ადრე პროფესიული ტურის ლიდერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მოახლოებული როლან გაროსის საპრიზო ფონდის ოდენობის გამო.

„ბუნებრივია, როცა ხედავ ციფრებს და რამდენს იღებენ მოთამაშეები… მიმაჩნია, რომ შოუ – ეს ჩვენ ვართ. ჩვენ გარეშე არ იქნება ტურნირი და არ იქნება გართობა. ვფიქრობ, ეჭვგარეშე ვიმსახურებთ უფრო დიდ პროცენტს. იმედია, ეს მოლაპარაკებები, რომელსაც ვაწარმოებთ, სწორ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს და ყველა კმაყოფილი დარჩება.

ვფიქრობ, რაღაც მომენტში ჩვენ ბოიკოტს გამოვაცხადებთ. ეს იქნება ერთადერთი საშუალება ჩვენი უფლებებისთვის საბრძოლველად.

ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ. თუ საჭირო გახდება ბოიკოტი მოთამაშეების მხრიდან… ვფიქრობ, დღეს ჩვენ, ჩოგბურთელებს იოლად შეგვიძლია, გავერთიანდეთ და წავიდეთ ამ ნაბიჯზე, რადგან ზოგიერთი რამ მოთამაშეებთან მიმართებაში მართლაც ძალიან უსამართლოა. მიმაჩნია, რომ რაღაც მომენტში საქმე მართლაც მივა აქამდე“, – მოჰყავს საბალენკას სიტყვები ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ს.