არინა საბალენკა აშშ-ის ღიას ჩემპიონია #1TVSPORT
არინა საბალენკა აშშ-ის ღიას ჩემპიონია #1TVSPORT

არინა საბალენკამ ფინალში საათსა და 36 წუთში დაამარცხა ამერიკელი ამანდა ანისიმოვა – 6:3, 7:6 და ზედიზედ მეორედ გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 2025 წელს პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი და, საერთოდაც, მაისის შემდეგ ეს იყო მისი პირველი ტიტული პროფესიულ ტურში. გარდა ამისა, საბალენკამ რევანში აუღო ანისიმოვას წელს უიმბლდონის ნახევარფინალში მარცხისთვის.

 

ფაქტები

* საბალენკამ კარიერაში მეოთხედ მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი. ამ მაჩვენებლით ის დაეწია ნაომი ოსაკას, კიმ კლაისტერსს, არანჩა სანჩეს-ვიკარიოს, ჰანა მანდლიკოვას.

* საბალენკამ მე-100 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

* საბალენკამ აშშ-ის ღიას მოგებისთვის 5 მილიონი დოლარი მიიღო. ამ სეზონში მან 12.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ტურის ლიდერია, კარიერაში კი მისი მონაგარი 42.2 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მესამე მაჩვენებელია ისტორიაში. მასზე წინ მხოლოდ დები უილიამსები არიან.