არიგო საკიმ „იუვენტუსის“ ახალ მწვრთნელზე ისაუბრა
არიგო საკიმ „იუვენტუსის“ ახალ მწვრთნელზე ისაუბრა

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის, არიგო საკის აზრით, „იუვენტუსის“ ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი გვარდიოლას და კლოპის დონის სპეციალისტია.

„სარის თავკაცობით ბებერი ქალბატონის თამაშის სტილი რადიკალურად შეიცვლება, მისი მოსვლით კლუბში დიდი რევოლუცია მოხდება. იტალიელ სპეციალისტს, როგორც გვარდიოლასა და კლოპს, ერთი თამაშის სტილი აქვთ, დაცვაზე უფრო მეტად შემტევ ფეხბურთზე არიან ორიენტირებულები“, – განაცხადა საკიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა მაურიციო სარის ტურინულ გრანდში დანიშვნა.